ბიზნესი
17/03/2020
რესტორატორები გამოწვევის წინაშე – გადარჩება თუ არა ბიზნესი მხოლოდ მიტანის სერვისით
რესტორატორთა ასოციაციის ცნობით, მხოლოდ მიტანის სერვისით თავის გატანა რესტორნებისა და კაფეების დაახლოებით 10%-ს შეუძლია, დანარჩენებს კი რამდენიმე ათასი დასაქმებულის სახლებში გაშვება მოუწევთ.
ბიზნეს გაერთიანებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებით მიღებული ზიანის ანაზრაურებას დიდი დრო დასჭირდება.
საქმე ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც კაფე-ბარებს და რესტორნებს მომსახურეობის შეზღუდვის რეკომენდაციით მიმართავს. თუმცა, ბიზნეს სუბიექტებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია მოქალაქეებს მიტანის სერვისით მიაწოდონ.