რესტორანი "ზაზანოვა": არ ვიცი, როგორ უნდა გავძლოთ და გადავრჩეთ
ეკონომიკის მინისტრი რესტორატორებთან მორიგ შეხვედრას მართავს. მოთხოვნები კვლავ კომენდანტის საათის გადაწევა, რესტორნების დახურული სივრცეების გახსნა და შაბათ-კვირას მუშაობის უფლების მიღებაა.
“მოგვცენ მუშაობისა და გადარჩენის საშუალება. ამ პირობებში მუშაობა გამორიცხულია. რესტორნების უმეტესობა ვერც გაიხსნა. მე პირადად ვერ გავრისკე ჩემი რესტორნის გახსნა. ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თან როდესაც 7 საათზე უნდა დაასრულო მუშაობა ეს რესტორნისთვის კატასტროფაა. ვინც გარისკა, ის აპლოდისმენტების ღირსია, თუმცა ძალიან მეცოდება იმ ხარჯებისთვის. არ ვიცი, როგორ უნდა გავძლოთ და გადავრჩეთ. ეს სფერო ისედაც დაღუპულია. რესტორატორების 95% უკვე გაკოტრებულია”,- აღნიშნა “ზაზანოვას” დამფუძნებელმა, მარინა სალუქვაძემ.
მარინა სალუქვაძე აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან გამართული შეხვედრები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. “შეხვედრების წინა რაუნდები ჩვენთვის სრული ფიასკოთი დასრულდა. ეკონომისტმა უნდა იცოდეს, რომ თუ ბიზნესი არ გაიხანა ისინიც, ვინც სახელმწიფო დოტაციაზე არიან თანხას ვეღარ მიიღებენ, ბიუჯეტში ფული ვეღარ შევა. წესების დაცვით ბიზნესს მუშაობის უფლება უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა სალუქვაძემ.