ბიზნესი
17/05/2021

რესტორანი ქვევრი: იდეალური დროა შეზღუდვების შემსუბუქებისთვის

რესტორანი „ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

როგორც ლაშა ბასლანძე “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, ცოტაც და სიტუაცია პანდემიამდელ პერიოდს დაუბრუნდება.

„ძალიან კარგად ვიცი როგორია ეპიდვითარება და შემიძლია ვთქვა, რომ იდეალური დროა შეზღუდევბის შემსუბუქებისთვის. სასიხარულოა შაბათ-კვირის შეზღუდვის გაუქმება, რადგან საცოდაობა იყო უქმე დღეებში რესტორნის დაკეტვა. ვფიქრობ, კარგი შედეგი ექნება ამ გადაწყვეტილებას და მომხმარებლის რაოდენობაზეც დადებითად იმოქმედებს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, იმედი მაქვს სრულად მოხსნიან შეზღუდვებს,“ – აღნიშნავს, ლაშა ბასლანძე.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობა დაშვებული ხდება. რეგულაცია უკვე 22 მაისიდან შემსუბუქდება. ასევე, ე.წ. კომენდატის საათი შემცირდა. გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.  

შეზღუდვა ძალაშია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023