საზოგადოება
17/05/2021

გადაადგილების შეზღუდვის დრომ 23:00 საათამდე გადაიწია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ე.წ. კომენდატის საათი შემცირდა. გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.  

რეგულაცია უკვე დღეიდან შემსუბუქდება.

ასევე იხსნება შეზღუდვა კვების ობიექტებისთვის. უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, რესტორნებისა და კაფეების ღია სივრცეებისთვის 22 მაისიდან მუშაობა შაბათ-კვირასაც ნებადართული იქნება.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში რეგულაციები 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა, მას შემდეგ სხვადასხვა რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით შემსუბუქდა.

Businesspartner