ბიზნესი
25/08/2020

რეკლამებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი იმედმა მიიღო

COVID-19-მა გავლენა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზეც უარყოფითად იმოქმედა.

2020 წლის პირველ კვარტალში ზრდის შემდეგ, მაჩვენებელი შემცირდა. მეორე კვარტალში მაუწყებლებმა სარეკლამო შემოსავლებიდან სულ 12.2 მილიონი ლარი მიიღეს. 

2020 წლის მეორე კვარტალში, ყველაზე მეტი შემოსავალი რეკლამიდან ტელეიმედმა მიიღო - 5.4 მილიონი ლარი, მეორე ადგილზე რუსთავი 2-ია – 2.1 მილიონი ლარით, მესამე პოზიცია კი მთავარი არხს უკავია -  1.3 მილიონი ლარი

  • ტელეკომპანია პირველი -  0.8 მილიონი ლარი
  • ჯი-დი-ეს თივი - 0.5 მილიონი ლარი
  • პოსტვ - 0.4 მილიონი ლარი
  • ფორმულა - 0.3 მილიონი ლარი
  • რ.ბ.ჯ. –  0.2 მილიონი ლარი
  • სეტანტა ჯორჯია – 0.1 მილიონი ლარი
  • სტუდია მაესტრო - 0.1 მილიონი ლარი
  • სხვა -  0.9 მილიონი ლარი

კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული  ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანესებს და წლის ჭრილში, 2020  წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი  არ დაფიქსირდება.