ბიზნესი
08/06/2023

რეგულაციის შედეგები - "ზალა რესტორანს" სახელფასო ბიუჯეტის 30-40%-ით ზრდა მოუწია

ეკონომიკური სექტორების ნაწილისთვის კვირაში სამუშაო საათების  48-დან 40 საათამდე შემცირებიდან,  უკვე 5 თვე გავიდა.  როგორც „ზალა რესტორნის" დამფუძნებელი ზურაბ ბაქარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,   ამ რეგულაციას რესტორატორების ნაწილი იცავს, ნაწილი კი არა.

მისივე განმარტებით,  ამ რეგულაციის გამო „ზალა რესტორანს" სახელფასო ბიუჯეტის 30-40%-ით ზრდა მოუწია. 

„სამწუხაროდ, ნაწილი იცავს ამ რეგულაციას ნაწილი არ იცავს ან ვერ იცავს, რადგან არ ყოფნით ფინანსური რესურსი, რომ  დასაქმებულებს  შესაბამისი  პირობები შესთავაზონ. აქედან გამომდინარე, საკადრო დეფიციტის წინა შე დგებიან. ამ რეგულაციის ფონზე ცალსახად გაიზარდა  თანამშრომლების რაოდენობა. განსაკუთრებით ისეთ რესტორენებში, რომლებიც მუშაობენ გრძელი გრაფიკით. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე ვმუშაობთ და თავისთავად ავტომატურად გაცილებით მეტი  ადამიანური რესურსი დაგვჭირდა,ვიდრე მანამდე გვჭირდებოდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ შედეგად, ერთეული ადამიანი არის გაცილებით უფრო შერომისუნარიანი, უფრთხილდება თავის სამუშაო ადგილს.  ჩვენს შემთხვევაში,ამ რეგულაციის ფონზე სახელფასო ბიუჯეტის გაზრდა მოგვიწია 30 -40%-ით.“- განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ. 

ცნობისთვის  სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი მთავრობამ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება. 

სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალიდან 15 დარგი ამოიღეს. მათ შორის სარესტორნო, სასტუმრო სამშენებლო, ტექსტილის წარმოების  და სხვა სექტორები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023