ბიზნესი
04/02/2021
რეგულაციების დამრღვევი ორგანიზაციები სამთავრობო შეღავათებით ვერ ისარგებლებენ
ორგანიზაციები, რომლებიც რეგულაციებს თვითნებურად დაარღვევენ, სახელმწიფოს მიერ კორონა ვირუსის შედეგების შესამცირებლად შემუშავებული ეკონომიკური დახმარების პროგრამებით ვეღარ ისარგებლებენ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ორგანიზაციები, რომლებიც წესებს მიზანმიმართულად დაარღვევენ, ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდიებსა და დახმარებებს, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებით. ამის გარდა, მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას.
ეს სავსებით სამართლიანია და ის ნაბიჯია, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქისა და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.