ბიზნესი
22/12/2020

რეგულაციები სასტუმროების რესტორნებისთვისაც გამკაცრდა

იმ სასტუმროებისთვის, სადაც რესტორნების ფუნქციონირება დაშვებული იყო მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის, საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები დააწესა. ასეთ სასტუროებში რესტორნები 21:00 საათამდე იმუშავებენ. ეს არ ეხება სამთო სათხილამურო კურორტებს, სადაც სასტუმროები მხოლოდ კოვიდ სივრცეებად ფუნქციონირებს.

"სათხილამურო კურორტების გარდა დაშვებული იყო სხვა სასტუმროების ფუნქციონირება და მათში არსებული რესტორნების მუშაობა მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის. არსებული სასტუმროები ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, რომ გვერდი აუარონ ამ აკრძალვას. მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ გვერდი აევლოთ კულტურული, ან სხვა ტიპის გასართობი ღონისძიებების აკრძალვისთვის. სასტუმროები მასიურად გვთავაზობენ, თუნდაც საახალწლო ღამეს სადღესასწაულო სუფრების გამართვას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 21:00 საათამდე, ამის შემდეგ კი დაშვებული იქნება მხოლოდ ოთახში მომსახურების სერვისი",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.