"რედკოს" უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განახევრებულია
„რედკოს“ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განახევრებულია, ყველაზე მკვეთრი კლება კურორტებზეა.
კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ტურისტების შემოსვლა შეფერხდა, ბინების მიმართ დაინტერესებაც შემცირდა.
"ვინაიდან საზღვრები ჩაკეტილია და ქვეყანაში არ არიან უცხოელი ვიზიტორები, ეს რა თქმა უნდა, გაყიდვებზე უარყოფითად აისახება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს გაუმჯობესება ამ დროისთვის არც ამ მიმართულებით შეინიშნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პანდემიის საკითხი ძაბავს კლიენტს და ზოგადად ბიზნესსაც, ამას დაერთო ლარის გაუფასურება, შესაბამისად, კლიენტისთვის კლიენტისთვის ეს დამაბრკოლებელი ფაქტორია, რომ სესხი აიღოს და ბიძნა შიეინოს," - განმარტავს მალხაზ კუნელაური.
პრობლემების მიუხედავად, უკვე დაწყებული მშენებლობების შეჩერებას დეველოპერი არ გეგმავს. თუმცა აღნიშნავს, რომ ახალ პროექტებს განსაკუთრებული სიფრთხილით იწყებენ.
„რედკოში“ სამშენებლო სექტორის ლიკვიდობის პრობლემაზეც საუბრობენ, და განმარტავენ რომ ამის მიზეზი, პანდემიის გარდა, ბოლო რამდენიმე წელში მშენებლობის თვითღირებულების 30-40%-ით გაძვირებაა.