რედკო: ლარის მერყეობის პირობებში, მომხმარებელს გრძელვადიანი ვალდებულების აღება უჭირს
„ეროვნული ვალუტის ასეთი უპროგნოზო გაუფასურებების მთელი სერია არის ხელშემშლელი ზოგადად ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ბაზრისთვის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ "რედკოს" დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ლარის მერყეობის პირობებში, მომხმარებლებს გრძელვადიანი ვალდებულების აღება უჭირს.
„თუ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ არ იქნებიან მსყიდველუნარიანიები, არ იქნება მოთხოვნა, ჩვენ რა თქმა უნდა, ახალი პროექტების განხორციელებისგანაც თავს შევიკავებთ. ამ მოთხოვნაზეა დამოკიდებული უძრავი ქონების განვითარებაც. თუ გაყიდვები არ იქნა შესაბამისად უძრავი ქონების განვითარება ვერ მოხერხდება. თუ ასეთ ვარდნებს წავაწყდებით, პერიოდულად. მაშინ გრძელვადიანი ვალდებულებების აღება და გრძელვადიანი ბიზნესგეგმების გაკეთება იქნება ძალიან რთული,“ - განმარტა მალხაზ კუნელაურმა.