ბიზნესი
18/06/2020

რედკო: გრგ-ს დასამტკიცებლლად 1,5 წელი დაგვჭირდა, მერიამ ნებართვის გაცემის ვადები უნდა გააკონტროლოს

„სამშენებლო სექტორში ინვესტიციებს სხვა ფაქტორებთან ერთად ნებართვების გაცემის გაჭიანურებაც აფერხებს" - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ რედკოს პროექტების მენეჯერმა განუცხადა.

მალხაზ კუნელაურის განმარტებით, ბიუროკრატიული პროცესები მშენებლობის ტემპებს ანელებს.

„თბილისის ობიექტზე, კრწანისში ორი ოთხსართულიანი მაღალი კლასის კომპლექსის მშენებლობისთვის გრგ-ს (განაშენიანების რეგულირების გეგმა) დასამტკიცებლად წელიწადნახევარი დაგვჭირდა. ახლა მშენებლობის ნებართვა გვჭირდება. ამასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. როცა პროცესებს ბიუროკრატია ასე აჭიანურებს ეს ფაქტობრივად ნიშნავს გაჩერებულ ინვესტიციას. თუ გვინდა, რომ ტემპი იყოს სწრაფი და ინვესტიციები ჩაიდოს ამ სექტორში ის პროცესები რასაც დღეს წელიწადნახევარს ანდომენენ, მაქსიმუმ სამ თვეში უნდა მოგვარდეს,“ - განაცხადა „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა.

მალხაზ კუნელაურის განცხადებით, პოლიტიკის გამტარებლის მხრიდან სამშენებლო ნებართვების გაცემაზე ვადების კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

Businesspartner