ბიზნესი
28/10/2022
ავტორი: Business Partner

რას ვაკეთებთ "ქალები მომავლისთვის"?

მაშინ, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, გარეთ 2022 წელია, შემოდგომა. ჩვენგან სამხრეთ-აღმოსავლეთში, ირანში, ქალები არც  მეტი, არც ნაკლები სიცოცხლისთვის იბრძვიან. იბრძვიან ფეხქვეშ გათელილი უფლებების, წართმეული თავისუფლების გამო და იბრძვიან საკუთარი ხმების დასაბრუნებლად, რომელიც წლების წინ ჩამოართვეს. ქალებს ამის ძალა და გამბედაობა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილმა მისცა. ახალგაზრდის, რომელიც ირანის მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბისარასწორად ტარებისგამო და რომელიც საპატიმროდან საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

საპროტესტო ტალღამ არამხოლოდ ირანი, არამედ ევროპის ქვეყნებიც მოიცვა. ქალები იჭრიან თმებს და ასე უცხადებენ სოლიდარობას მაჰსა ამინის და ყველას, ვისაც 21- საუკუნეში სქესის გამო საკუთარი უფლებებისთვის უწევს ბრძოლა. მათ სჯერათ, რომ ერთიანობა შედეგს მოიტანს, ბევრი ხმა - შეცვლის უთანასწორო მდგომარეობას. ზუსტად ამის სწამთ ბიზნესასოციაციაშიცქალები მომავლისთვის” - აქ დღეს 80-მდე ლიდერი ქალი ერთიანდება - მსგავსი ღირებულებებით, ხედვით. მათი მიზანი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგ სვლა, საკანონმდებლო დონეზე ქალთა უფლებების ადვოკატირება და უბრალოდ, ერთმანეთის მხარდაჭერაა - ბიზნესში, ცოდნაში, ახალ წამოწყებებში

ქალები მომავლისთვისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე ამბობს, რომ ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში ქალების როლი დღეს გადამწყვეტია; მათი ეკონომიკაში ჩართვა და გააქტიურება კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვის

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების მხოლოდ 34% იყო ოფიციალურად დასაქმებული საქართველოში. წარმოიდგინეთ, ყოველ წელს, რომ 2-3% ჩავრთოთ ეკონომიკაში, რა შედეგებზე გავალთ?!”,- ამბობს ნინა კობახიძე.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებაქალები მომავლისთვისარაერთი პროექტი, რომელსაც ბიზნესაოსციაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. სულ ახლახან დასრულდა მორიგი კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის, რომელიც ბიზნესაოსციაციამ Visa-სთან ერთად განახორციელა. პროექტი საკმაოდ მასშტაბური გამოდგა. დეტალებზე ნინა კობახიძე თავად საუბრობს:

ქალი მეწარმეების ხელშეწყობა, მათი იდეების მხარდაჭერა, მენეჯერული უნარ-ჩვევების განვითარება და უბრალოდ მათი გაძლიერება იყო პროექტის მიზანი, რომელიც ბიზნესფედერაციამ საერთაშორისო ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერ Visa-სთან ერთად ახლახან განახორციელა. პროექტი She’s Next, Empowered by Visa- ინიაციატივის მესამე ტალღის ფარგლებში ჩატარდა. 

რა იყო პროექტის არსი და როგორ ფიქრობთ, რა მისცა მონაწილეებს, აღწევთ დასახულ მიზნებს?

ეს შესანიშნავი შანსი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე მეწარმე ქალებისთვის. მათ შეეძლოთ წარედგინათ საკუთარი იდეები საჯარო კონკურსში. პროექტის მეორე ეტაპზე 10 საუკეთესო იდეა გადავიდა. ამ ფაზაში ისინი უკვე პროექტების დახვეწაზე მუშაობდნენ, გაიარეს ორდღიანი ტრენინგი და ისწავლეს, როგორ წარმოაჩინონ ბიზნესიდეა ჟიურის წინაშე, სულ 90 წამში. ორმა გამარჯვებულმა 25 - და 15 ათასი ლარის დაფინანსებაც მიიღო, რასაც ისევ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენებს. 

დაინტერესება იყო ძალიან დიდი. რაც ყველაზე მეტად მოგვწონს ისაა, რომ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საქართველოს რეგიონებიდანაც. მხოლოდ ამ ერთ პროექტზე 1000-მდე განაცხადი შემოვიდა, რაც აჩვენებს, რომ  ქალები მუშაობენ, ცდილობენ გააქტიურებას, ბედავენ საკუთარ ბიზნესზე ფიქრსსწორედ ესაა ჩვენი მიზანიც, დავანახოთ, რომ უამრავი შესაძლებლობა არსებობს და მათი ჩართულობა გადამწყვეტია

მიუხედავად საბოლოო შედეგისა, გულწრფელად ვფიქრობთ, რომ კონკურსის ყველა ფინალისტი ქალი გამარჯვებულია, მათ  არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ჰქონდათ დიდი აუდიტორიისთვის გაეცნოთ საკუთარი ბიზნესი და კარგი გამოცდილებაც მიეღოთ. 

ბიზნესიდეის დახვეწასთან და გამოცდილებასთან ერთად, ალბათ ახალი კონტაქტებიც მნიშვნელოვანია… 

რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ბენეფიტია. კავშირები და ცოდნის გაზიარება სჭირდებათ არამხოლოდ დამწყებებს, არამედ ყველას, ვინც ბიზნესში თუ მენეჯმენტშია ჩართული. ახალი კონტაქტები, საერთო კომუნის შექმნა მხოლოდ აძლიერებს იდეის გარშემო გაერთიანებულ ქალებს - ამას ცდილობს ბიზნესფედერაციაციაც. ჩვენთან უდიდესი ცოდნაა თავმოყრილი: ჩვენი წევრები ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში საქმიანობენ დაწყებული კომპიუტერული ტექნოლოგიებით და სამშენებლო სფეროთი, დასრულებული სილამაზის და სამედიცინო ინდუსტრიით. ისინი მუდმივად მზად არიან საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის.

ფაქტობრივად სწორედ ამას აკეთებთ კიდევ ერთი პროექტის მეშვეობით, რომელსაცქალები მომავლისთვისევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ეს არის მენტორინგის პროგრამა ათი მოქმედი მეწარმე ქალისთვის, რომლებსაც ასოციაციის წევრები უწევენ კონსულტაციებს და ეხმარებიან ბიზნესების განვითარებაში. ერთ-ერთი მენტორი თქვენც ხართ. როგორ აფასებთ, რა არის მთავარი პრობლემა დღეს მეწარმე ქალებში? სად უჭირთ ყველაზე მეტად?

ცოდნასა და გამოცდილებაში - ამის თქმა ცალსახად შესაძლებელია. მომწონს, რომ უკვე ბევრ ადამიანს აქვს საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა და ამისთვის ნაბიჯებსაც დგამს, თუმცა რაღაც ეტაპზე, კვალიფიკაცია არ ყოფნით - სწორედ აქ ვეხმარებით ჩვენ… 

მენტორინგის პროგრამა რამდენიმე თვის წინ, მაისში, დაიწყო, “ქალები მომავლისთვისწევრები აქტიურად ემუშავებიან სხვადასხვა სექტორის, პოტენციალის მქონე ბიზნესებს და მათ მფლობელ მეწარმე ქალებს. შედეგებს უკვე ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში კიდევ უკეთ დავინახავთ, როცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ბენეფიციარების კომპანიები წელში გაიმართებიან და ბაზარზე საკუთარი თავის პოზიციონირებას სწორად შეძლებენ - მაშინ ვიტყვით, რომჩვენ ეს კიდევ ერთხელ შევძელით”.

რა კრიტერიუმებით ირჩევიან ქალები, რომლებიც თქვენს პროექტებში მონაწილეობენ? არსებობს შეზღუდვები?

თანაბარი შესაძლებლობებისთვისა და თანასწორობისთვის ვიბრძვით, შესაბამისად, ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენს პროექტებში, რომლებსაც ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ, მონაწილეობა ყველას შეუძლია. რათქმაუნდა, თითოეულ პროგრამას ინდივიდუალური კრიტერიუმები აქვს, თუმცა, მათში მონაწილეობა ხდება ღია, გამჭვირვალე კონკურსით. ინფორმაციას ვავრცელებთ ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში. მოკლედ, ყველანაირი ასაკის, ინტერესის, ცოდნის მქონე ქალი შეძლებს ჩვენთან მასზე მორგებული პროექტი იპოვოს.

 

უკვე რამდენიმე წელია “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე ხართ. ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებთ თვალს, იცვლება თუ არა საზოგადოებაში ქალების მიმართ დამოკიდებულება, მათი უფლებრივი მდგომარეობა რამდენად უმჯობესდება? და რა წვლილი აქვს თქვენს ბიზნესფედერაციას ამ ნაწილში? 

 

 

ყველაზე მეტად, რაც თვალშისაცემია ეს არის აქტიურობა. დიახ, გაიზარდა ქალების ინიციატივა. სულ ახლახანს გვქონდა კიდევ ერთი პროექტი: “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთანპარტნიორობით. ორდღიანი ტრენინგი ჩავატარეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფი ქალებისთვის საქართველოში.  Women on Board - ასე ერქვა ვოქრშოფს და აქაც 500-მდე განაცხადი შემოვიდა. სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო ჩართვა და დიდი იყო მათი მხრიდან გამოხმაურება. ამიტომ ვიმედოვნებთ მსგავს, უფრო გრძელვადიან პროექტს მომავალშიც ვიხილავთ

სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასთან ერთად, ვფიქრობ, ასევე იცვლება სოციუმის დამოკიდებულებაც. ამაში ჩვენი ბიზნესფედერაციის წვლილსაც ვხედავ. რაც მეტად წამოვწევთ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივ საკითხებს, მით მეტად ამაღლდება ცნობიერება, შემდეგ კი უკვე საზოგადოებრივი დაკვეთა გაჩნდება, რომ ეს თემები პრიოპრიტეტული იყოს. სხვათა შორის ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებში, რომელიც საქართველომ წევრობის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ერთი პუნქტი სწორედ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. უკვე ვხედავთ, რომ საკანონმდებლო დონეზე დაგეგმილია ცვლილებები ამ კუთხით და მივესალმებით ყველა მსგავს ნაბიჯს. ჩვენი, როგორც ბიზნეფედერაცია, მზად ვართ პროცესებში ჩართვისა და ამ თემების ადვოკატირებისთვის.

როგორია ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” უახლოესი გეგმები?

საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გეგმები გვაქვს წინ. ვაპირებთ ახალი, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელიც ისევდაისევ ქალების ეკონომიკურ გააქტიურებას შეუწყობს ხელს. გვჯერა, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება ყველა ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ თითოეული ჩვენგანი კიდევ უფრო გამბედავი ხდება და მზადაა, იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის. სწორედ ამას მიემართება ჩვენი სამომავლო გეგმებიც - მეწარმე ქალების და გოგოების მხარდაჭერას, მათი ცნობიერებისა და განათლების ამაღლებას, მათთვის მოტივაციის შექმნას. ბიზნესფედერაციისქალები მომავლისთვის” 55-მდე კომპანიის 80-მდე წევრი მზადაა და მოხარულია, იყოს ამ გარდამტეხი პროცესების აქტიური მონაწილე