ბიზნესი
31/07/2020

რას სთავაზობს მომხმარებელს ისრაელის კოსმეტიკური ბრენდი ლუარ შანი

ისრაელის კოსმეტიკური ბრენდი ლუარ შანი საქართველოშია. ლუარი ისრაელში 15 წლის წინ დაარსდა და ქალისა და მამაკაცის ხაზის მოვლის საშუალებებს აწარმოებს.

პროდუქცია საფრანგეთის კოსმეტიკურ ლაბორატორიებში იქმნება, საქართველოში მისი ექსკლუზიური იმპორტიორი კი კომპანია ლუარ ჯორჯიაა.

კომპანია ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით უახლოეს მომავალში გამოფენა გაყიდვებსა და სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს. "ბიზნესპარტნიორში" კომპანიის გეგმებზე “ლუარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და დირექტორი ნინო რუბაშვილი საუბრობს.