ბიზნესი
16/06/2020

რას ავალდებულებს მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევა

უკვე 2 წელია საქართველოში მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებსთვის სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს.

კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში მდებარე ყველა სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა; ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური; სასტუმრო და დასასვენებელი სახლი ვალდებულია  მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შეიძინოს.

განსაზღვრულია სპეციალური წესი და პირობებიც.

მაგალითად, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში, მინიმალური სადაზღვევო ლიმიტები ასეთია: 

დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 300 000 ლარი.  ამასთან, თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთ დაზარალებულზე სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანზე  −  30 000 ლარი, ხოლო ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 15 000 ლარი;

კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე −  ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 000 000 ლარისა.

ამასთან, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე, ობიექტში მეწარმე სუბიექტის ერთი კომერციული ობიექტისათვის − 15 000 ლარით;

ეს არ ეხება იმ ობიექტებს, რომელთა დაზღვევაც უზრუნველყოფილია მეწარმე სუბიექტის ან ვაჭრობის ორგანიზატორის/ადმინისტრაციის მიერ ნებაყოფლობითი  დაზღვევით და   სადაზღვევო  თანხით  არანაკლებ 15 000 ლარისა.

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით კიდევ ერთი ხანძარი მოხდა, ამჯერად, ვარკეთილში მდებარე ბაზრობაზე 4000 კვ.მ ფართი დაიწვა. ობიექტი სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ჰქონდა დაზღვეული.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023