ბიზნესი
04/03/2021

რამდენმა კომპანიამ მიიღო საერთაშორისო სტატუსი - 5 თვის შედეგები

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრიდან ხუთი თვის თავზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 2 კომპანიას - „ვებიზ ინტერნეიშენელი“ და „ეპამი“ - აქვს საერთაშორისო სტატუსი მოპოვებული, საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ საქმიანობაზე კი სტატუსს 1 კომპნაია TERO MARITIME AGENCY ფლობს.

ფინასთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი 12 განაცხადის განხილვა.

ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, კიდევ ერთი ამერიკული კომპანია „ექსადელი“ უახლოეს პერიოდში მიიღებს საერთაშორისო სტატუსს.

ავთანდილ კასრაძის თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული პროცედურებია დასასრულებელი.

„ეპამმა“ ნოემბრიდან საქართველოში ასი ადამიანი დაასაქმა. აქედან 70 ქართველია და 30 უცხოელი. ექსადელი შემოდის უკვე აიყვანეს ადამიანები. თუმცა გარკვეული პროცდურებია დასასრულებებლი რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღონ. რაც შეეხება ვებიზს, ის ქართველების და ისრაელი ინვესტორების შექმნილი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ძირითადად ისრაელის ბაზარზე ემსახურება. ინტერესი არის სხვა ქვეყნებიდანაც. მათ შორისაა გერმანია,“-განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით,  საერთაშორისო სტატუსის მქონე  IT კომპანიები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, რაც ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას, ასევე დივიდენდის 5%-იანი გადასახადისა და ქონების გადასახადის გაუქმებას