ბიზნესი
05/10/2020

რა შეიცვალა "დონაში" - ბათუმის საკონდიტრომ მუშაობა დღეს განაახლა

1-თვიანი პაუზის შემდეგ ბათუმის ერთ-ერთმა პოპულარულმა საკონდიტრო "დონამ“ მუშაობა დღეს განაახლა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ობიექტის დამფუძნებელმა და მესაკუთრე თამილა ბეჟანიძემ განუცხადა, „დონაში“ ახალი წესები ამოქმედდა. კერძოდ, გაკონტროლდება საკონდიტროში შემსვლელთა ნაკადი.

„5 მომხმარებელზე მედი დარბაზში აღარ დაიშვება. გარდა ამისა, გაგრძელდება უსაფრთხოების დაცვის იმ წესების დაცვა, რაც დადგენილია და რასაც ისედაც ვიცავდით, ვგულისხმობ, თერმოსკრინინგს როგორც შემომსველელი კლიენტების, ისე თანამშრომლების. სამსახურში დავაბრუნეთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი და მუშაობენ ცვლებში, ისე, როგორც იყო ადრე,“ - აცხადებს თამილა ბეჟანიძე.

„დონას“ დამფუძნებელი არ საუბრობს იმ ზარალზე, რაც კომპანიამ დახურვის შედეგად, 1 თვის განმავლობაში მიიღო, თუმცა საუბრობს მოლოდინებზე და აცხადებს, რომ შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიის შემოსავლები სავარაუდოდ შემცირებული იქნება.

„ველოდებით იმას, რომ მომხმარებელის ნაკადი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე აქამდე გვყვავდა, რადგან თვითონ ქალაქი არ არის აქტიური,“ - აცხადებს თამილა ბეჟანიძე. მისი განცხადებით, საწყის ეტაპზე საკონდიტრო შემცირებული ასორტიმენტით იმუშავებს, სრულ აღდგენას კი მოთხოვნა განსაზღვრავს.

კაფე-საკონდიტრო "დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონესაც.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022