ბიზნესი
10/11/2021

რა მექანიზმით შეიზღუდება ფარმაინდუსტრიაში არაპროფილური საქმიანობა - განმარტება

ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვის რეკომენდაცია კონკურენციის სააგენტომ უკვე წარმოადგინა.

კონკრეტულად რა მექანიზმით დარეგულირდება ეს საკითხი, „ბიზნესპარტნიორს“  უწყებაში განუმარტეს, რომ მათი მიზანი რეკომენდაციის წარდგენა იყო.

„რა მექანიზმით მოხდება საკითხის დარეგულირება, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა დამუშავდეს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, დამოკიდებული იქნება იმაზე თუ ვინ იქნება პოლიტიკის განმსაზღვრელი, პარლამენტი თუ მთავრობა,“ - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.

შეგახსენებთ ,კონკურენციის სააგენტომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. დოკუმენტი უწყების  ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. უწყება სააფთიაქო ბაზრის ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვის გარდა, სააფთიაქო სისტემაში "თავისუფალი ფასწარმოქმნის" გადახედვასაც მოითხოვს.