ბიზნესი
25/03/2021

რა გააკეთა სპეცმმართველმა "კავკასუს ონლაინში" - ანგარიში მალე გასაჯაროვდება

რა გააკეთა სპეციალურმა მმართველმა „კავკასუს ონლაინში“ - მარიამ სულაბერიძის საქმიანობის ანგარიში 15 დღეში გამოქვეყნდება, თუმცა მისი ნაწილი საიდუმლოდ დარჩება.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველის საქმიანობის ანგარიშში მხოლოდ ის ნაწილი დარჩება საიდუმლოდ, რომელიც უშუალოდ ეხება “კავკასუს ონლაინის” ბიზნეს საქმიანობას და რომლის გასაჯაროებამაც შესაძლოა არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენოს კომპანია.

შეგახსენებთ, “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი კომუნიკაციების კომისიამ 6 ოქტომბერს შეიყვანა. სპეცმმართველს საწყის მდგომარეობაში უნდა დაებრუნებინა “კავკასუს ონლაინის” გასხვისებული წილები, რომელიც ნასიბ ჰასანოვის “ნექსოლ ჰოლდინგმა” იყიდა. 2021 წლის 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ “ნექსოლ ჰოლდინგმა“ „კავკასუს ონლაინში“ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე, წილი 100% შეივსო.

მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ნასიბ ჰასანოვმა რამდენიმე სასამართლო დავის პარალელურად „კავკასუს ონლაინის“ 51%-იც დარღვევით შეიძინა და დღეს 100%-ის უკანონო მფლობელია.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სასამართლოს მიერ სპეციალური მმართველს უფლებამოსილება დროებით შეჩერებული აქვს, ვიდრე საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023