ბიზნესი
10/03/2021

ყვითელ დერეფანში ტვირთების რაოდენობა იზრდება

ყვითელ დერეფანში მოხვედრილი ტვირთების რაოდენობა ბოლო ორი წელია ფაქტობრივად გაორმაგებულია.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა თუ 2018 წელს იმპორტირებული საქონლის მთლიანი მოცულობის 8.6% მოხვდა ყვითელ დერეფანში, 2019-ში ეს მაჩვენებელი 16.9%, 2020 წელს კი 15% იყო.

2018 წელს ჯამში 219 570 დეკლარაცია გაფორმდა. საბაჟოზე ტვირთების 84.8% მწვანე დერეფანში მოხვდა, 1% ლურჯ დერეფანში. 8.6% ყვითელ, ხოლო 5.6% წითელ დერეფანში.

რაც შეეხება 2019 წელს - გაფორმებული დეკლარაციების მოცულობა 228 576-ს შეადგენს. ტვირთების 77.5% მწვანე დერეფანზე მოდის, 0,9% ლურჯზე, 16.9% ყვითელ დერეფანში მოხვდა, 4.7% წითელ დერეფანში.

2020 წელს ჯამში 193 657 დეკლარაცია გაფორმდა. საბაჟოზე ტვირთების 80% მწვანე დერეფანში მოხვდა. 15% ყვითელ დერეფანში, 1% ლურჯ ხოლო 4.2% წითელ დერეფანში გადანაწილდა.

იმპორტირებული საქონლის ყვითელ დერეფანში მოხვედრის შემთხვევაში კომპანიას საბაჟოზე უწევს დღგ-ს გადახდა, მწვანე დერეფანში მოხვედრისას კი მას გამშვები პუნქტის დატოვების უფლება აქვს, დამატებული ღირებულების თანხის გადახდისთვის კი ხუთდთლღიანი ვადა ეძლევათ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022