ყველა საიუველირო პროდუქტი ვერ გაძვირდება, კონკურენტუნარიანი აღარ იქნება - Delfos
ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მულტიბრენდული საიუველირო გალერეათა ქსელ Delfos-ს დიდი დარტყმა მიაყენა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ კირვალიძე აცხადებს, სრული პროდუქცია ამჟამად ევროპიდან შემოდის და კომპანია მას ყიდულობს ევროში, რომლის კურსი საკმაოდ მაღალია. გამომდინარე აქედან, Delfos-ს პროდუქციის ნაწილზე ფასები ბუზნებრივად გაიზარდა.
„გარდა ამისა, მაღაზიებზე იჯარები გვაქვს, ყველა დოლარშია დაფიქსირებული. შესაბამისად, დოლარის ზრდამ ჩვენი ხარჯების გაზარდა. ეს პროდუციის ნაწილზე აისახა, რადგან ყველა ასორტიმენტზე ფასის ზრდა შეუძლებელია, რადგან კონკურენტუნარიანი აღარ იქნება ფასი ბაზარზე,“ - აცხადებს კირვალიძე.
შეგახსენებთ, Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. კომპანია რეგიონების ჩათვლით 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის 6 - თბილისში, 1 კი - ბათუმში. კომპანია უახლოეს მომავალში საიუველირო საწარმოს გახსნას გეგმავს.
Delfos-ი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს. კომპანია წარმოდგენილია იტალიური, ესპანური, ამერიკული, შვეიცარიული და რუსული ბრენდებით. მათ შორის, Roberto Bravo, GRAZIELLA Luxury, Assos, Amore&Baci და სხვა.