ბიზნესი
07/11/2022

ყავის ლაბორატორიამ კრუასანის წარმოება დაიწყო

ყავის ლაბორატორიამ კრუასანის წარმოება დაიწყო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, პროექტში დაახლოებით 60 000 - 70 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მისი განმარტებით, კომპანია რამდენიმე დასახელების კრუასანს საკუთარ ქსელში რეალიზაციისთვის აწარმოებს.

„საქართველოში ეს მიმართულება  არ არის განვითარებული, მიუხედვად იმისა, რომ არის საცხობები, სადაც კრუასანს აცხობენ. თუმცა, მიუხედავად  ამისა, კარგი კრუასანის დეფიციტია.  ამიტომ გადავწყვიტეთ გვეცადა, ასევე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკმაოდ პროფესიონალი გუნდი გყვავს,“-აცხადებს ზარქუა.

ყავის ლაბორატორია მომხმარებელს 8-მდე სახეობის ყავას სთავაზობს. საუბარია, როგორც ადგილზე არატრადიციული მოხალვის სპეფიციკით მომზადებული ყავის დაგემოვნებაზე, ასევე ყავის მარცვლისა და მისი მომზადებისთვის მარტივი მოწყობილობების შეძენაზეც.

ყავის ლაბორატორია 280-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის. ამ ეტაპზე კომპანიას 4 ფილიალი აქვს. კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 1  ფილიალს გახსნის.

 

 

Businesspartner