ბიზნესი
09/11/2022

ყავის ლაბორატორია განსხვავებული კონცეფციის ობიექტს ნოემბრის ბოლოს გახსნის

ყავის ლაბორატორია ქსელს აფართოებს. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, განსხვავებული კონცეფციის ობიექტი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე  ნოემბრის ბოლოს გაიხსნება.

ზარქუას ინფორმაციით, ობიექტის პირველ სართულზე იქნება Coffe Lab-ი, მეორე სართული კი რესტორანს დაეთმობა. საწყის ეტაპზე Coffe Lab-ი, გაიხსნება, რესტორნის გახსნა კი 2023 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

ფილიალების ქსელის გაფართოებაში კომპანიას დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს.

ყავის ლაბორატორიის გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ გაყიდვები 2021 წელთან შედარებით მზარდია.

ყავის ლაბორატორია მომხმარებელს ამ დროისთვის 8-მდე სახეობის ყავას სთავაზობს. საუბარია, როგორც ადგილზე არატრადიციული მოხალვის სპეფიციკით მომზადებული ყავის დაგემოვნებაზე, ასევე ყავის მარცვლისა და მისი მომზადებისთვის მარტივი მოწყობილობების შეძენაზეც.

ყავის ლაბორატორია 280-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის. ამ ეტაპზე კომპანიას 4 ფილიალი, ყაზბეგის გამზირზე, “სითი მოლში“ , „“ბაზარი ორბელიანზე“ და ვაკეში, Axis Towers-ში.

Businesspartner