ბიზნესი
10/07/2020

პურის გაძვირება კომპანიების დანახარჯებს უკავშირდება - კონკურენციის სააგენტო

“2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა”,- ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხორბლისა და პირპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში წერია.

მონიტორინგის მთავარი მიზანი პურის ფასის ზრდის მიზეზების დეტალური ანალიზი იყო.

“სააგენტომ შეისწავლა, როგორც 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდის თავდაპირველი შემთხვევები, ასევე გამოარკვია, რომ აღნიშნულს ჰქონდა სისტემური ეფექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. დეტალურად გაანალიზდა პურის ფასწარმოქმნა და დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოდგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. სააგენტო განგრძობით რეჟიმში აწარმოებდა დაკვირვებას როგორც პურის, ასევე მისი ფასის მაკომპლექტებელი ძირითადი კომპონენტის - ფქვილის ფასზე. მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი 2018 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პერიოდში რამდენჯერმე დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით, პურის ფასი არ შეცვლილა”,- ნათქვამია ანგარიშში.

Businesspartner