ბიზნესი
01/09/2020

PSP მოქალაქეებისთვის თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანას მოგების გარეშე უზრუნველყოფს

თურქეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტის ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. ეს განპირობებულია იმით, რომ დასავლური მწარმოებელი კომპანიები, თურქეთის მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, მედიკამენტებს სპეციალური ლიცენზიით თურქეთში აწარმოებენ, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. არსებული რეგულაციების მიხედვით, შეუძლებელია აღნიშნული მედიკამენტების თურქეთიდან საქართველოში კომერციული იმპორტი და რეალიზაცია. საქართველოში იგივე დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტი ევროპიდან ხორციელდება.

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 1, მე-114  და მე-115 მუხლების თანახმად დაშვებულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევა. გამონაკლისის სახით, საქართველოში არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანა შესაძლებელია ამავე კანონის მე-1113 მუხლის თანახმად მხოლოდ ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის.

PSP უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური მოთხოვნების საფუძველზე (ფორმა 100) ახორციელებს ძვირადღირებული ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, რევმატოლოგიური და კარდიოლოგიური მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა-მიწოდებას ყოველგვარი მოგების გარეშე. ეს გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ჩამოტანილი მედიკამენტების ფასი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აფთიაქებში გასაყიდი ფასის იდენტურია. ბოლო 1 წლის განმავლობაში PSP-ს ამ სერვისით უკვე 15 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა.

დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ PSP-ს სპეციალურ ნომრებზე 591 90 22 47 ან 551 93 44 55, ფორმა 100-ის საფუძველზე შეუკვეთონ შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტი და 2 კვირის ვადაში მიიღონ მედიკამენტი თურქეთიდან ყოველგვარი ფასნამატის გარეშე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022