ბიზნესი
23/11/2020

"პსპ ფარმას" შემოსავლებმა 2019 წელს 0.5 მლრდ-ს გადააჭარბა

„პსპ ფარმას“ შემოსავლებმა  2019 წელს 0.5 მილიარდს გადააჭარბა.

პოლიტიკოსის და ბიზნესმენის კახა ოქრიაშვილის კომპანიამ 2019 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. ჯგუფის შემოსავალი 540.6 მლნ ლარი იყო 49.6 მილონით მეტი, ვიდრე 2018 წელს. შემოსავლებში  454.3 მლნ  მედიკამენტების რეალიზაციაზე მოდის,  38.2 მლნ სამედიცინო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

წლის სრული შემოსავალი 24.95 მლნ ლარი იყო, 208 წელს მიღებული 25.29 მლნ შემდეგ.

კომპანია ფლობს ქვეყნის მასშტაბით, 235 აფთიაქს, მის მფლობელობაშია ასევე კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“.

2018 წელს კონსოლიდირებული საოპერაციო მოგების მარჟა იყო 5.01%, მოგება დაბეგვრამდე 5.15%, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 5.15%. 2019 წელს საოპერაციო მოგების მარჟა გაიზარდა 7.45%-მდე, ხოლო მოგება დაბეგვრამდე და წმინდა მოგება შემცირდა 4,62%-მდე, რაც გამოწვეულია „ნიუ ჰოსპიტალს“-ის საანგარიშგებო პერიოდის შედეგით.

ფინანსურ ანგარიშში ასახულია პსპ ფარმას, თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრის, მედკაპიტალის და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ფინანსური მაჩვენებლები.

 

 

 

 

Businesspartner