ბიზნესი
29/12/2020

"პრივატიზაციას მხარს ვუჭერთ და ვიქნებით იმდენად აგრესიულები, რამდენადაც შესაძლებელია"

პრივატიზაციას მხარს ვუჭერთ და ვიქნებით იმდენად აგრესიულები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, - ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო საწარმოების განკერძოება აუცილებელია და ეს პროცესი დღესვე დასაწყებია. 

„2021 წელი ვერ იქნება პრივატიზაციაში გარღვევის წელი. იმდენად მძიმე წელია,  რომ  უცხოელი ინვესტორები, რომლებიც სხვა დროს  ინტერესს გამოჩნდნენ, დიდი ალბათობით, არ გამოჩნდებიან“, - პროგნოზირებს ვანო მაჭავარიანი.

მინისტრი ამბობს, რომ პრივატიზაციის პროცესში არა ფისკალური ნაწილი, არამედ კარგი ინვესტორის არჩევაა, ვის ხელში გადავა აქტივი და რამდენ ხანში ჩაერთვება ეკონომიკურ საქმიანობაში. არის რისკიც რომ ინვესტორი იაფად იგდებს ხელში აქტივს და კი არ ამუშავებს, არამედ „დგას და ელოდება“.

ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპანიების განკერძოება აუცილებელია,  რადგანაც დომინანტი თუნდაც არაეფექტიანი სახელმწიფო კომპანია ამ დარგში ბიზნესის ინტერესს ზღუდავს.

Businesspartner