პრემიერი: საკარანტინე ოთახებში სახელმწიფო კარგ ფინანსურ გადასახადს იხდის
ქვეყანაში დღეს საკარანტინე ოთახების დეფიციტი არ არსებობს, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საკარანტინე ოთხაებში სახელმწიფო საკმაოდ კარგ ფინანსურ გადასახადსაც იხდის.
“ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის ინტერესების და ჩვენი მოქააქლების ჯანმრთელობის ინტერესებიც”, – განაცხადა პრემიერმა და თქვა, რომ გამოწვევა ძალიან დიდია.
პრემიერმა იტალიაში არსებული მდგომარეობა შეახსენა საზოგადოებას.
“იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად, ვზრუნავდეთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, იმ მოქალაქეებს, ვისაც უჭირთ და ვიზრუნოთ ეპიდემიის გავრცელების მასშტაბების შესამცირებლად, ვიღაცები სპეკულირებენ, რომ მეტი ფული იშოვონ, ან მეტი პოლიტიკური დივიდენდი მოიპოვონ. ამაზე მეორედ კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა გახარიამ.