პრემიერი: ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციები ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია
ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები და ამ პროცესში ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე.
ისაუბრეს იმ ნაბიჯების აუცილებლობაზე, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის მხრიდან უნდა გადაიდგას, რათა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე ქვეყანამ ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების პოტენციალი შეინარჩუნოს.
გიორგი გახარიამ ქვეყანაში ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი რეგულაციებით მიღწეულმა სტაბილიზაციამ ქვეყანას მისცა რესურსი, რომ წესების დაცვით ეტაპობრივად აღადგინოს ტურიზმი.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში გაგრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, გაიზრდება კაპიტალური ხარჯები, დაჩქარდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო საწარმოების სისტემური რეფორმა.
პრემიერმა მსხვილ დამსაქმებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, რომ პირადად ჩაერთოს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და იყოს გარანტი, კანონის ფარგლებში ბიზნესისთვის პრობლემური საკითხების უმოკლეს ვადებში გადასაჭრელად, მათ შორის, პანდემიის გამო წარმოქმნილი სირთულეების ფონზე, პროექტების შეუფერხებელი რეალიზაციის კუთხით