პრემიერი ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა სავარაუდოდ, განიხილება პანდემიის გამო რა ტიპის შეზღუდვების ფონზე მოუწევს ბიზნეს სექტორს მუშაობის გაგრძელება.
„ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.
„დილემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ყველას გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია დღე ბიზნეს სექტორი და ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ ვითარებას. ამავდროულად, ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირად ფასობს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს" - ამბობს ფხაკაძე.
"ბიზნესპარტნიორისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბიზნესი ხელისუფლებასთან ორი ძირითადი თხოვნით წარსდგება. კერძოდ: ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მთავრობას მოუწოდებენ, რომ ინდუსტრიას ჩამოეწეროს საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, ვისაც 1500 ლარამდე აქვს ხელფასი, მათთვის დაწესებული შეღავათი კიდევ 6 თვით გაგრძელდეს. ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მთავრობა მათ თხოვნას გაითვალისწინებს.