ბიზნესი
22/12/2021

პრემიერი: აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მლნ-მდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდება. 

"მადლობას ვუხდი პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან მხარს უჭერს ამ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს - ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტმა სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრებაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.