ბიზნესი
11/03/2021

პორტებში ტვირთბრუნვა 12.5%-ით შემცირდა

ქართულ პორტებს ტვირთები შეუმცირდა.

2021 წელი საზღვაო ნავსადგურებში ტვირთბრუნვის 12.5%-იანი კლებით დაიწყო. იანვარში საზღვაო ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 1.4 მლნ ტონა ტვირთის გადამუშავება შეძლეს, რაც 0.2 მლნ ტონით ნაკლებია 2020 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

ბათუმის პორტში 300 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, ფოთის პორტმა 0.6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, 200 ათასი ტონით ნაკლები 2020-ის მაჩვენებელზე, ყულევის ტერმინალში ტვირთბრუნვის ზრდაა 0.1 მლნ ტონიდან 0.2 მლნ ტონამდე. სუფსის ტერმინალში კი, 0.4 მლნ ტონა ტვირთის გადამუშავება მოხდა.

შემცირებულია კონტეინერების რაოდენობაც. წელს, წლის პირველ თვეში, ნავსადგურებმა 20 809 ერთეულით ნაკლები კონტეინერი მიიღეს, ჯამში 35 597 TEU.

ბათუმის პორტმა 29 064 კონტეინერი მიიღო, ფოთის პორტს კი საკონტეინერო ტვირთბრუნვა 2.1-ჯერ შეუმცირდა, 6533 ერთეულამდე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022