ბიზნესი
27/10/2020
"პომ-პონი“ აქტიური წარმოების დასაწყებად ემზადება
„პომ-პონი“ მუშაობის სატესტო რეჟიმის შემდეგ აქტიური წარმოებისთვის ემზადება.
კომპანია ამ ეტაპზე ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს და გაფართოებაზე ზრუნვას ახალი წლიდან გეგმავს.
ხელნაკეთი სამკაულების და აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია პირველ ეტაპზე ქართული ბაზრის ათვისებაზე იქნება ორიენტირებული, სამომავლო გეგმებში კი ექსპორტზე გასვლაც განიხილება.
ამ ეტაპზე „პომ-პონის“ წარმომადგენლები იმ კატალოგზე მუშაობენ, რომელიც წარმოებაში მომდევნო წლიდან ჩაეშვება.