ბიზნესი
18/07/2023

Polyvim: ახალი დანადგარებით საყოფაცხოვრებო ნარჩენის 70%-ის გადამუშავებას ვგეგმავთ

პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო Polyvim-ი საოჯახო ნარჩენების,პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის გადასამუშავებლად ახალ საწარმოო ხაზსს ქმნის.

კომპანიის კვლევისა და განვითარების მენეჯერი ქეთევან მაისურაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აქტიურად გადაამუშავებენ პლასტმასის ბოთლებს, რის შედეგადად იღებენ Pet ფანტელებს, რაც ბევრი ინდუსტრიისთვის წარმოადგენს ნედლეულს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

"ჩვენი პროდუქციის 90% მეტი საექსპორტოდ გადის ევროკავშირის ქვეყნებში. დღეში 2.5 ტონაზე მეტ პლასტმასს გადავამუშავებთ, თუმცა ვმუშაობთ ახალ მიმართულებაზე, რომლის მიზანიც საოჯახო თუ სხვა სახის პლასტმასის ნარჩნების გადამუშავებაა. დანადგარები შეძენილია და საწარმოო ხაზის აწყობა-ტესტირების პროცესში ვართ, შესაბამისად უახლოეს მომავალში შევძლებთ მუშაობის დაწყებას.

უკვე დავიწყეთ ახალი ტიპის პლასტმასის ჩააბრება, ახალი დანადგარები საშაულებას მოგვცემს საოჯახო ნარჩენის 70% გადავამუშაოთ და ვაწარმოოთ არამხოლოდ Pet ფანტელი, არამედ გრანულა, რაც სხვადასხვა ინდუსტრიაში სხვადასხვა პროდუქტისთვის გამოიყენება. სამომავლოდ გაფართოებას გავაგრძელებთ, უკვე გეგმაში გვაქვს კიდევ ერთი მიმართულების, სრულიად ახალი საწარმოო ხაზის დამატება, რომლის საშაულებითაც სინთეზურ ბოჭკოს ვაწარმოებთ."-ამბობს ქეთევან მაისურაძე.

მისივე თქმით, პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ნარჩენების შეგროვების მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება, მოსახლეობაში ცნობიერება ამაღლდა, რისთვისაც არაერთი კამპანია ხორციელდება, მათ შორის Polyvim-ის მიერ, თუმცა პლასტმასის ნარჩენი საწარმოს სრული დატვირთვით მუშაობისთვის მაინც არასაკმარისია, რადგან მისი მაქსიმალური წარმადობა 40 ტონამდეა. ასევე რეციკლირებული პროდუქციის საქართველოს ბაზარზე რეალიზაციის მაჩვენებელი დაბალია და ძირითადად ექსპორტზე გადის.

"საქართველოში Pet ფანტელებზე მოთხოვნა საკმაოდ მცირეა, სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც პროდუქციისთვის Pet პანტელებს იყენებს. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში გადამუშავებადი პლასტმასი ძალიან მოთხოვნადია და კომპანიები ცდილობენ გამოიყენოონ გადამუშავებადი ნედლეული, ვიდრე თავდაპირველი მასალა."-აღნიშნავს კომპანიის კვლევისა და განვითარების მენეჯერი ქეთევან მაისურაძე.