ბიზნესი
27/04/2021

პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე სანქციები მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე სანქციების გამკაცრებას აანონსებს. ლევან დავითაშვილის განმარტებით, შესაბამის კანონში ცვლილებებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ძალიან ბევრი დარღვევის ფაქტი აღმოაჩინა და ჩვენ სანქციებში გარკვეული ცვლილებები შეგვაქვს, რომელიც შემაჩერებელი ეფექტის იქნება. სანქციები დამრღვევებისთვის მხოლოდ ჯარიმით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ის მიბმული უნდა იყოს რეალიზებული პარკების რაოდენობაზე. ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში ბიზნესი უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს,“ - ამბობს ლევან დავითაშვილი.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპისთვის დიდი ზომის პოლიეთილენის პარკები რეგლამენტით ისევ დაშვებულია, თუმცა მთავრობა ამ პროდუქტის ბიოდეგრადირებადით ჩანაცვლებაზეც აქტიურად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ აკრძალვის მიუხედავად საქართველოში არაბიოდეგრადირებადი პარკები მაინც იწარმოება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თებერვალში გამოქვეყნებული მონაცემებით, პარკების მწარმოებელი 32 ობიექტი შეამოწმეს და 1,5 მლნ-მდე პოლიეთილენის პარკი დალუქეს.

ინსპექტირებისას კომპანიების მხრიდან, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. დეპარტამენტში მაშინ აღნიშნეს, რომ საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს რეგულარულად ამოწმებს, რის მიზანია პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს.

საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. 2019 წლის აპრილიდან აკრძალვა კი აიკრძალა ნებისმიერი ტიპისა და სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი, გამოყენება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020