ბიზნესი
10/03/2023

Phubber-ი აპრილიდან სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე შევა

სტარტაპ კომპანია Phubber აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი2“-ში კომპანიის თანადამფუძნებელმა, ანანო დოლაბერიძემ ისაუბრა.

კომპანიის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, Phubber-ის აპლიკაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე აპრილის შუა რიცხვებში ჩაეშვება, თუმცა ბაზარზე ოპერირების სტრატეგია ამ ორ ქვეყანაში განსხვავებული იქნება.

„აზერბაიჯანის ბაზარზე Luxury resale მიმართულება გვაქვს და ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, ბრენდული მაღაზიების გვერდით  საგამოფენო სივრცეს ვხსნით, რომლის რემონტიც სულ მალე დასრულდება, ხოლო სომხეთში, საქართველოს მსგავსად ბაზარზე ონლაინ აპლიკაციის საშუალებით შევდივართ, რაც  მომხმარებელს საშუალებას მისცემს ყველა იმ ქვეყნიდან შეიძინოს ნივთი, რომელსაც Pubber სთავაზობს,“-აცხადებს დოლაბერიძე.

2021 წლის დეკემბრის თვეში კომპანია უკრაინის ბაზარზე შევიდა. ამ ეტაპზე ბრენდი ინვესტორების მოზიდვაზე მუშაობს. სამომავლოდ გეგმავს ყაზახეთის, უზბეკეთისა და აღმოსავლეთი ევროპის ბაზარზე შესვლასაც.

ცნობისთვის, კომპანა Phubber-ი პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმაა, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა  და დღეს, საქართველოში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა.

პლატფრომა იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები.  Phubber-ი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რომელიც ძალიან ბევრ ფუნქციონალს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის AI-ის (ხელოვნური ინტელექტი) გამოყენებით.