ბიზნესი
12/01/2023

პეტრიაშვილი: დამსაქმებელთა სიძუნწის გარდა, რა პრობლემაა 40 საათიან სამუშაო კვირაში?

პროფესიული კავშირების გაერთიანება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებში დასაშვები სამუშაო საათების რაოდენობის კვირაში 48 საათიდან 40 საათამდე შემცირებას დადებითად აფასებს.

პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორს ახალი დადგენილებით პრობლემა არ შეექმნება. თემაზე პეტრიაშვილმა გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე ისაუბრა. 

"დამსაქმებელთა სიძუნწისა და მუშახელის იაფად დაქირავების გარდა რა პრობლემაა 40 საათიან სამუშაო კვირაში? იმ დროს, როდესაც საუბრობენ ცივილიზებულად, უნდათ, რომ იპოზიორონ დამსაქმებლებმა, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, საუკეთესო ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ევროკავშირის დირექტივებს თუ გავ ითვალისწინებთ, შრომის საერთასორისო ორგანიზაციას თუ გავითვალისწინებთ, არსად ასეთი დისკრიმინაცია, რომ ნაწილი დასაქმებულების 48 საათი მუშაობდეს და ნაწილი 40-ს, არ არის. უფრო მეტიც, 35 და 36 საათზე საუბრობენ პროდუქტიულობა, შრომისუნარიანობა და ნაყოფიერება ორმ გაზარდონ მუშახელის. ესპანეთში ეს დიდი კვლევის შედეგადაც დადასტურდა. რიგი დამსაქმებლების განათლება ვერ სცდება იმას, რომ ამით თვითონვე ზარალდებიან. დასაქმებულები უკმაყოფილო ჰყავთ და ეს უკმაყოფილება, საბოლოო ჯამში, იმ გასაკეთებელ სახეზე აისახება, რაც დასაქმებულებმა უნდა გააკეთონ",- განაცხადა პეტრიაშვილმა. 

ცნობისთვის, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებში დასაშვები სამუშაო საათების რაოდენიბა კვირაში 48 საათიდან 40 საათამდე შემცირდება. ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება 26 დეკემბერს შევიდა და 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დამსაქმებელტა ასოციაცია.