პეპსიკო საქართველო: პანდემიის პერიოდში წვენების და რძის პროდუქტების რეალიზაცია გაიზარდა
კომპანია „პეპსიკო საქართველოს“ პანდემიამ მოგება შეუმცირა.
როგორც „პეპსიკო საქართველოს“ საზოგადოებასთან და სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობის მენეჯერი/ იურიდიული განყოფილების უფროსი ნუნუ ფორჩხიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პანდემიამ ისევე როგორც ბიზნესის სხვადასხვა სექტორზე ნეგატიური გავლენა „პეპსიკო საქართველოზეც“ იქონია.
მისი განცხადებით, გარკვეული ნეგატიური ეფექტი იყო ე.წ სნექების კატეგორიაზე მოხმარების შემცირების სახით, რასაც ვერ ვიტყვით წვენებისა და რძისპროდუქტებზე, სადაც რეალიზაცია გაიზარდა.
„ძირითადი ნეგატიური ეფექტი გამომდინარეობდა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებით, რაც საბოლოო ჯამში მომგებიანობის შემცირებაში აისახა,“ - აცხადებს ნუნუ ფორჩხიძე.
კომპანია წარმოდგენიალია 180-ზე მეტ ქვეყანაში. მის პორტფოლიოში შედის 100-ზე მეტი ბრენდი, მათგან ყველაზე ცნობილები Pepsi, Mirinda, Gatorade, 7Up, Lays, Doritos, Montine Dew.
შეგახსენებთ, კომპანია „პეპსიკო“ დაარსდა 1902 წელს, თუმცა, გამაგრილებელ სასმელებს მცირე პარტიებით 1880 წლიდან აწარმოებდა. საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისი 2010 წელს გაიხსნა, შპს „ვიმ ბილ დან საქართველოს“ ბაზაზე. საქართველოში კომპანია წაროდგენილია ფართო ასორტიმენტით: სნეკები - Lay’s, Doritos, XTeam, წვენები - Sandora, Sadochok, რძის პროდუქტი - სოფლის ნობათი.