ბიზნესი
16/02/2023

პარლამენტში ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია სამოქმედო გეგმა განიხილეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში  საქართველოს   ნარჩენების მართვის განახლებული ეროვნული სტრატეგია და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალვერდ ჩანქსელიანმა საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების განახლებული ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

ყურადღება გამახვილდა 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებზე, რომელიც მოიცავს სახიფათო, პლასტიკის, ინერტული, და სამშენებლო  ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას, ასევე, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვება-დამუშავებას.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის სტრატეგია ხელს შეუწყობს ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავებას და აღსრულებას.