ბიზნესი
22/09/2020

პანდემიური წლის I ნახევარში "სარაჯიშვილმა" ₾5,3 მლნ-ის საინვესტიციო პროექტები განახორციელა

1.44 მლნ ლარის წმინდა მოგება - COVID 19-ის პანდემია ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ „სარაჯიშვილზე“ ნეგატიურად აისახა.    

2020 წლის პირველი ნახევარი კომპანიამ 12 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 17% ადგილობრივ, ხოლო 83% საექსპორტო ბაზრებზე მოდის. 2019 წლის ამავე პერიოდში შემოსავალი 16.4 მლნ იყო, წმინდა მოგება - 4.3 მლნ.

მიუხედავად შემცირებული შემოსავლებისა, „სარაჯიშვილმა“ ინვესტიციების მოცულობა გაზარდა. 2020 წლის ექვს თვეში კომპანიაში 5,3 მლნ ლარის საინვესტიციო პროექტები განხორციელდა.  ფინანსური რესურსი ჩაიდო საკომუნიკაციო სისტემების მოწყობასა და საწარმოს თანამედროვე ტექნიკით გადაიარაღებაში.

კომპანია ნახევარწლიურ ანგარიშში წერს, რომ საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესდა კომპანიის ლიკვიდურობის მაჩვენებლები. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე მიმდინარე კოეფიციენტი (მოკლევადიანი აქტივები/მოკლევადიან ვალდებულებებზე) 8,1-დან 12,7-მდე, ხოლო სწრაფი კოეფიციენტი ((მოკლევადიან იაქტივებს-მარაგები)/მოკლევადიან ვალდებულებებზე) 3-დან 4-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში 0,6 მლნ. ლარით შემცირდა კრედიტორული დავალიანებები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022