ბიზნესი
20/11/2020

პანდემიით ნაკარნახევი დივერსიფიკაცია - "რენტო ჯგუფი" ფინანსურ კრიზისს ებრძვის

პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე „რენტო ჯგუფი“ ფინანსურ კრიზისს ებრძვის.

ავტოგაქირავების კომპანიამ ფინანსური პრობლემების დასაძლევად და პანდემიურ ვითარებასთან ადაპტაციისთვის კოვიდ უსაფრთხოების კომპანია Rento Safety შექმნა.

Rento Safety კომპანიებს სთავაზობს ყველა იმ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც COVID-უსაფრთხოებისთვისაა განკუთვნილი.

"ჩვენ შევქმენით კოვიდ უსაფრთხოების კომპანია Rento Safety, ეს იყო დივერსიფიკაციის გარკვეული გეგმის ნაწილი, რომლითაც ჩვენ შევძელით დამატებით კეთილდღეობის შექმნა ჩვენი თანამშრომლებისათვის, ეს იყო ადაპტაციის ერთ-ერთი მაგალითი, უბრალოდ ეს არ არის ჩვენი ბიზნესის მთავარი მიმართულების ადაპტაცია, ეს არის სხვა ბიზნესის შექმნა, რომელიც პრობლემამ გამოიწვია და პრობლემა ვაქციეთ შესაძლებლობად ჩვენი სატრანსპორტო ბიზნესი განაგრძობს" - ამბობს კომპანია "რენტო ჯგუფის" დირექტორი ნიკოლოზ სირაძე "ბიზნესპარტნიორთან".

როგორც კომპანიაში ამბობენ, ალტერნატიული მომსახურების შექმნით "რენტო ჯგუფმა" თანამშრომლების შენარჩუნება შეძლო და თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოვება 2020-ის ნომინანტიც გახდა, როგორც ადაპტაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, კრიზისი კვლავ სახეზეა და სექტორს საბანკო შეღავათების იმედი აქვს.