ბიზნესი
20/10/2020

პანდემიის გამო, "ოკტოპუსის“ ფრანჩაიზით საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გეგმები გადაიდო

პანდემიამ ფიტნეს კლუბ „ოკტოპუსს“ საინვესტიციო გეგმები დაუპაუზა.

როგორც „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, იყო შემოთავაზებები ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე ფრანჩაიზით გატანაზე, თუმცა პროექტი დროებით შეჩერდა.

„ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ბრენდ Lifefitness-თან, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის კალიფორნიაში ტრენაჟორებს ამზადებს და ჩამოქვს. ისინი მსოფლიო ბაზარზე თითქმის ყველგან არიან წარმოდგენილი, ამიტომ გვირჩევენ სად არის ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა. განსაკუთრებით დიდი შესაძლებლობებია მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ,“ - აცხადებს გიორგი ასათიანი.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 3 ფილიალით არის წარმოდგენილი. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით. კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.