პანდემიის გამო “ალტერსოქსის“ გაყიდვები 40%–ით შემცირდა
პანდემიის გამო “ალტერსოქსის“ გაყიდვები 40%–ით შემცირდა.
„ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის თანადამფუძნებელმა ნინა მენთეშაშვილმა განაცხადა, "ალტერსოქსის" სტენდები წარმოდგენილია სავაჭრო მოლებში და კარანტინის პერიოდში გაყიდები 100%–ით გაჩერდა.
"ამის მიუხედაავად, ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ და როგორც კი რეგულაციები მოიხსნა, მოთხოვნიდან გამომდინარე „გალერია თბილისში“ გავხსენით "ალტერსოქსის" სტენდი. პროდუქციას დავამატეთ თასმებიც“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
ქართული წარმოების წინდები ექსპორტზე 10–მდე ქვეყანაში გადის.
„ვაპირებთ საექსპორტო გეოგრაგიის გაფართოებას, აქცენტი გვაქვს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებზე. თუ პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა, შემოდგომისთვის, ჩვენ პროდუქციას ევროპის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში შევიტანთ,“ - ამბობს ნინა მენთეშაშვილი.
“ალტერსოქსი“ ქართული კომპანიაა, რომლიც მომხმარებელს ორიგინალურ და სახალისო წინდებს სთავაზობს.