პანდემიამ მომხმარებლის ქცევა შეცვალა, ნაწილმა დაზოგვა დაიწყო - Dunkin-ის დირექტორი
Dunkin'-ის გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე „ბიზნესპარტნიორთან“ პანდემიის გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსოფლიოში თითქმის ყველა ბიზნესს ნეგატიურად შეეხო გლობალური COVID-19-ის პანდემია და გამონაკლისი არც Dunkin'-ია.
მისი ინფორმაციით, ფინანსური მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით, ლოგიკურად, შემცირებულია. „ამის მიუხედავად მუდამ ვმუშაობთ და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებელებს საინტერესო და ხელსაყრელი სიახლეები შევთავაზოთ როგორც რესტორნებში, ისე მიტანის სერვისის კომპანიებთან ერთად,“ - აცხადებს გიორგი მშვილდაძე.
კითხვაზე, შექმნილ სიტუაციაში ხომ არ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და ხომ არ დაიწყო DUNKIN’-ის მომხმარებლმა უპირატესობა შედარებით ბიუჯეტურ პროდუქციას ხომ არ მიანიჭა, მშვილდაძე აცხადებს, რომ მომხმარებლის ქცევა გარკვეულწილად შეიცვალა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიის გამო დაწესებულ აკრძალვებთან და შეზღუდვებთან.
„დიახ, მომხმარებლების ნაწილმა დაიწყო დაზოგვა, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვქმნიდით, ვქმნით და მომავალშიც შევქმნით მომხმარებლებისთვის ისეთ შეთავაზებებს, რომელიც მათთვის იქნება საინტერესო,“ - აცხადებს გიორგი მშვილდაძე.
მისი ინფორმაციით, კომპანია ავითარებს სწრაფი, ექსპრეს ტიპის მომსახურების ობიექტებს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სივრცეში DUNKIN’-ის პროდუქტების მომხმარებელთან უფრო ახლოს მიტანას, ასევე Pick-up და Drive-ის მიმართულებას. როგორც მშვილდაძე აცხადებს, „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი ამერიკული რესტორნების ქსელი DUNKIN’-ი საქართველოს მასშტაბით 2020 წლის ბოლომდე 15 ექსპრეს ტიპის მომსახურების ობიექტებს გახსნის, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სივრცეში DUNKIN’-ის პორდუქტების მომხმარებელთან უფრო ახლოს მიტანას, ასევე Pick-up და Drive-ის მიმართულებას.
რაც შეეხება იმას, თუ როგორია გაყიდვების სტატისტიკა, კერძოდ, რა წილი მოდის ადგილზე, რესტორანში გაყიდვებზე და პროცენტულად რა წილი უჭირავს ონლაინ გაყიდვებს, მშვილდაძე აცხადებს, რომ სტატისტიკა თვიდან თვემდე ცვალებადია, თუმცა, რასაკვირველია როგორც მიტანის სერვისებით, ისე Pick-Up -ით რეალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია.
Dunkin'-ი ამერიკის ერთ-ერთი წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “ვისოლ ჯგუფმა” Dunkin'-ის ქსელის განვითარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოში DUNKIN’-ის დაახლოებით 30 ბრენდირებული რესტორანია.