ბიზნესი
03/11/2022

პაატა ტრაპაიძე: ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების ნაწილი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებშია

კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სექტორში ძალიან ბევრი კომპანია საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.  

ამის მიზეზად კი ბიზნესმენი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორისაა, სახელმწიფო ტენდერებში არსებული დაბალი ფასი და   შესყიდვების შესახებ კანონი, რომელიც დახვეწას საჭროებს.

როგორც ტრაპაიძე აღნიშნავს,ელექტრონული ტენდერები კარგია, კორუფცია ტენდერების დონეზე შემცირებულია, მაგრამ მისი შესრულებისთვის სხვა მიდგომებია საჭირო, ამას კი კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება

„სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ხარჯების 10%-ით დაკომპენსირება საკმარისი არ არის.  ინოვაციას  მაშინ აქვს ფასი, როდესაც  მას ეკონომიკური ეფექტი აქვს. ჩვენ ამის შედეგად ვაღწევთ ბალანსს.სხვანაირად გაგვიჭირდებოდა,“-აცხადებს ტრაპაიძე.

 

 

Businesspartner