ბიზნესი
18/02/2021

პაატა კურტანიძე: საქართველოში ეკონომიკური საქმიანობისთვის საუკეთესო პირობებია

"ავერსი რაციონალის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოა.

„29 წელია ბიზნესში ვარ. საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო პირობებია შექმნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის, აქ პირველ რიგში ვგულისხმობ მეწარმისთვის ხელმისაწვდომ გადასახადებს, მეორე მხრივ კი არ არის კორუფცია და ბიუროკრატიული პრობლემები", - აცხადებს "ბიზნესპარტნიორთამ" "ავერსი რაციონალის" დამფუძნებელი.

პაატა კურტანიძის თქმით, ნებისმიერი წარმოებისთვის, უფრო მეტად კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანიისთვს ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოება და ბიზნესი პოლიტიკურ ცვლილებებზე დამოკიდებული არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს.

"ჯანმრთელობის პრობლემები ადამიანებს ნებისმიერი ხელისუფლების დროს აქვთ. ასე რომ, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, იმის მიუხედავად, თუ როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება ქვეყანაში,“ - აცხადებს პაატა კურტანიძე.