ბიზნესი
11/11/2020
ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით საავიაციო ტვირთები 15%-ით შემცირდა
ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით საჰაერო გზით სატვირთო რეისების რაოდენობა შემცირდა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, სატვირთო რეისების პიკი (98 ფრენა) სექტემბერში დაფიქსირდა, ხოლო ოქტომბერში კლება შეინიშნებოდა.
ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 83 სატვირთო რეისი შესრულდა.
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო გადაზიდვებს 6 ავიაკომპანია ახორციელებს.
ბოლო 5 თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 415 სატვირთო ფრენა განხორციელდა.