ბიზნესი
05/11/2021

ოქტომბერში იპოთეკური სესხების ზრდა 80%-ს გაუტოლდა

TBC Capital-ის მონაცემებით, ახალი იპოთეკური სესხების გაცემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ოქტომბრის თვის პერიოდში, სესხების მოცულობის ზრდა 80%-ს გაუტოლდა, 2019 წელთან შედარებით.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა დადებით ნიშნულზე დარჩა. 1-28 ოქტომბრის პერიოდში, ტრანზაქციები 2019 წლის დონეს 8%-ით აჭარბებს.