ბიზნესი
10/06/2021

ოქროს მომპოვებელი კომპანია Empire Metals-ი საქართველოდან გადის

ოქროს მომპოვებელი კომპანია Empire Metals-ი საქართველოდან გადის. კომპანია 2018 წლიდან, საქართველოში გაუარესებულ გარემოზე აცხადებს და Georgian Copper and Gold-ში 50%-იან წილს ყიდის. მყიდველი ამავე კომპანიაში მისი პარტნიორი „კავკასიის სამთო ჯგუფია“ ( CMG ), რომელიც ამ გარიგებით  Georgian Copper and Gold-ში წილს 100%-მდე შეივსებს.

ერთობლივ კომპანიაში  50%-იანი წილის 3.3 მლნ დოლარად გამოსყიდვაზე „კავკასიის სამთო ჯგუფსა“ და Empire Metals-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.  გარიგების დახურვა 14 ივლისს იგეგმება.

Empire Metals-ს საქართველოდან გასვლა გასული წლის შემოდგომიდან სურს და წილის მყიდველიც იპოვა, კანადური Candelaria Mining-ი, მასთან 4.1 მლნ გირვანქის ოდენობით წინასწარი გარიგება გაფორმდა, ეს კომპანია  მექსიკაში ოქროს ორ საბადოზე მუშაობს, თუმცა საბოლოოდ, როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმება ჩაიშალა და Empire Metals-ის წილს მისივე პარტნიორი გამოისყიდის. 

„CMG შეთავაზება კომპანიისთვის საუკეთესო ვარიანტია და ის საშუალებას მისცემს Empire Metals   გადავიდეს  საქართველოში არსებული არასახარბიელო ვითარებიდან და მიმართოს თავის რესურსები  და ძალისხმევა  კომპანიის ახალი სტრატეგიის შესასწავლად და განვითარებაზე, ძირითადად,  ავსტრალიის ოქროს სექტორში“, -  აცხადებს კომპანია.

Georgian Copper and Gold –ი საქართველოში სპილენძისა და ოქროს ძებნა/ მოპოვების 30 წლიან ლიცენზიას ფლობს.  ბოლნისის რაიონის იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს და სპილენძის მოპოვების სამუშაოები ჯერჯერობით აქტიურ ფაზაში არ მიმდინარეობს. ამასთანავე, მსი  სალიცენზიო არეალში შედის დამბლუდის მონაკვეთიც, სადაც ოქროს და სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგებია მიკვლეული.

Empire Metals  საქართველოში ინვესტორად  2015 წელს შემოვიდა. კომპანია აცხადებს, რომ წარამატებული 2წლიანი მუშაობის შემდეგ, 2018 წლიდან ვითარება შეიცვალა და წლების მანძილზე მრავალ ფრონტზე დაბრკოლებების გადალახვის მცდელობის მიუხედავად, ინვესტორი დღეს ფიქრობს, რომ საქართველოში მათი ერთობლივი კომპანია  მდგრადი აღარ არის.

 

 

Businesspartner