ნუგბარის მწარმოებელი კომპანია "ჩაროზი" საბურთალოზე ბრენდული მაღაზიას გახსნას გეგმავს
ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩაროზი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ელენა ჯიშიაშვილმა განუცხადა, ახალი ფილიალი საბურთალოზე 2023 წელს გაიხსნება, კონკრეტული ლოკაცია კი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.
მისი განცხადებით, „ჩაროზის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იყიდება. მათ შორის, ნიკორწმინდაში ბრენდულ მაღაზიაში, გორგასლის 1, ყველის სახლი ფალიაშვილზე). კომპანია გაყიდვებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობითაც ახორციელებს.
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე უკვე იყიდება საბერძნეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში,რუსეთსა და იაპონიაში.
ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩაროზის“ დამფუძნებელი გაზრდილ გაყიდვებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას გასულ წელთან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებელი გაუორმაგდა.
კომპანია დიაბეტური ხაზის გარდა, ამ დროისთვის 9 დასახელების ნუგბარს აწარმოებს. მათ შორისაა გარგარი შავ შოკოლადში, რამდენიმე სახეობის ჩურჩელა, შავი ქლიავი ნიგვზით, წერეთლის მწვადი და ასე შემდეგ.
„ჩაროზი“ ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და პროდუქციას ამზადებს როგორც იმერეთში (ტყიბულში), ისე რაჭაში (ნიკორწმინდა).