ნოზაძის მეფრინველეობა: მუშახელის ქვეყნიდან გადინების გამო წარმოება შევამცირეთ
„ნოზაძის მეფრინველეობამ“ მუშახელის სიმცირის გამო წარმოება 20-25%-ით შეამცირა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა მამუკა ნოზაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მუშა-ხელი საერთოდ გავიდა ქვეყნიდან.
„განსაკუთრებით ქალები, იტალიასა და საბერძნეთში წავიდნენ. ჩვენ აქ იმდენს ხელფასს ვერ მივცემთ როგორც ევროპის ქვეყნებში უხდიან. ეს პრობლემაც იმიტომ დადგა. ძალიან გვიჭირს კადრის მოძიება. სოფელ წეროვანიდანაც დაგყვავს თანამშრომლები,სხვადასხვა სოფლებიდანაც, ვაკანსიების შესახებ განცხადებებიც გვაქვს სოფლებში გაკრული, თუმცა, მსურვილი არავინაა. სოფელი დაცლილია, ყველა საზღვარგარეთ მიდის. მაღალი ხარისხის ხორცი რომ მივიღოთ, ხელით უნდა გადავამუშაოთ და არა აპარატით, ამიტომ მოგვიხდა წარმოების შემცირება ,“-აცხადებს ნოზაძე.
მისივე განმარტებით, თანამშრომლების (მუშახელის) დღიური ანაზღაურება საშუალოდ 40-50 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, "ნოზაძის მეფრინველეობა" მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში მდებარეობს.